გაზაფხულის ბაშო: ქართველთა ტრიუმფული შაბათი, მარცხიანი კვირა

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოზე უქმეები განსხვავებულად წარიმართა ქართველი სუმოისტებისათვის: შაბათს ორივე მათგანმა იმარჯვა, კვირას კი წააგო. ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ცრუ მოძრაობაზე "დაიჭირა" მიოგირიუ და მას წონასწორობა დააკარგვინა. მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი კაკურიუ იყო, ჩემპიონმა მოასწრო ყელში წვდომოდა ქართველს და ბიძგებით დოჰიოს რკალიდან გაიყვანა ის. ტოჩინოშინს 3-5 ბალანსი აქვს და ახლა მე-4 მაეგაშირა შოჰოზანს ხდება (3:3 ურთიერთშეხვედრებში).

თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) შეტევებს ვერ გაუძლო მასუნოიამამ და ის დოჰიოზე წაიქცა. მეორე დღეს კი ტაკარაფუჯიმ შეძლო მძიმეწონოსანი ქართველის მავაშის დაჭერა და ილეთის განხორციელება. გაგამარუს 3-5
ბალანსი აქვს და ოს სუმოისტ არანს (4:2 ურთიერთშეხვედრებში) ხვდება.

VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-იკიოი (იორიტაოში), ჰაკუჰო-ტოკიტენკუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-კაკურიუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (ოშიდაში), კისენოსატო-შოჰოზანი (ოშიდაში), გოეიდო-ტოჩიოძანი (შიტატენაგე), ტაკაიასუ-ბარუტო (უვატენაგე), ტოჩინოშინი-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), არანი-ჩიოტაირიუ (უბრძოლველად), გაგამარუ-მასუნოიამა (ცუკიოტოში).

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იკიოი (უვატენაგე), ტოიონოშიმა-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ (იორიკირი), გოეიდო-კისენოსატო (იორიკირი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), ბარუტო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკაიასუ (ოშიტაოში), შოჰოზანი-მიოგირიუ (ოშიტაოში), ტაკარაფუჯი-გაგამარუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
8-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
6-2: კოტოშოგიკუ (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), ბარუტო (სეკივაკე), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 4), შოჰოზანი (მ 4), ოკინოუმი (მ 7), ჯოკორიუ (მ 11), შოტენრო (მ 12)... 3-5: ტოჩინოშინი (მ 1), გაგამარუ (მ 6).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ბარუტო, ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ტოკიტენკუ, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, გოეიდო-ტაკაიასუ, ტოჩიოძანი-მიოგირიუ, ამინიშიკი-იკიოი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი, გაგამარუ-არანი.

ასევე იხილეთ:
ქართველთა თითო მარცხი და გამარჯვება გაზაფხულის ბაშოზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული