გაზაფხულის ბაშო: ლევან გორგაძის მეოთხე გამარჯვება

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოს მე-9 დღეს დასავლეთის პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) შოჰოზანს შეხვდა. შოჰოზანი შეეცადა მოკლე დარტყმებით გასულიყო ფონს, მაგრამ ქართველისგან საპასუხო დარტყმები მიიღო და თავი მაყურებელთა დარბაზში ამოჰყო. ტოჩინოშინს 4-5 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ დადებითი ბალანსისთვის მას 8 მოგების მიღწევა ესაჭიროება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე სეკივაკე გოეიდოა (3:6 ურთიერთშეხვედრებში).

სამწუხაროდ, დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). ოსი არანი შეეცადა, სასტარტო დაჯახებას გაცლოდა. მართალია, ეს მას არ გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ ბრწყინვალედ შეასრულა უვატე
დაშინაგეს ილეთი და ქართველი დოჰიოზე აღმოჩნდა. თეიმურაზს უკვე საგანგაშო ბალანსი აქვს (3-6) და მხოლოდ ერთი მარცხის უფლება აქვს, თუკი წინსვლა სურს. გაგამარუს მომდევნო მეტოქე შოტენროა.

ბაშოზე ერთპიროვნული და დაუმარცხებელი ლიდერი დიდი მონღოლი ჰაკუჰოა (9-0).

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ბარუტო (ცუკიოტოში), ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ჰიკიოტოში), კისენოსატო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ- კაკურიუ (იორიკირი), ტაკაიასუ-გოეიდო (იორიკირი), ტოჩიოძანი-მიოგირიუ (ოკურიდაში), ამინიშიკი-იკიოი (კატასუკაში), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (ცუკიდაში), არანი-გაგამარუ (უვატედაშინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
9-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
7-2: კოტოშოგიკუ (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 7)... 4-5: ტოჩინოშინი (მ 1)... 3-6: გაგამარუ (მ 6).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ბარუტო, ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი, კაკურიუ-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, იკიოი-კისენოსატო, ტოჩინოშინი-გოეიდო, ამინიშიკი-მიოგირიუ, გაგამარუ-შოტენრო.

ასევე იხილეთ:
გაზაფხულის ბაშო: ქართველთა ტრიუმფალური შაბათი, მარცხიანი კვირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული