გაზაფხულის ბაშო: ქართველებს წაგების უფლება აღარ აქვთ

AutoSharing Option
იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩვენთვის წარუმატებლად მიმდინარეობს წლის მეორე სუპერტურნირი, გაზაფხულის ბაშო. ასპარეზობის მე-11 დღეს ჩვენებურებმა მორიგი მარცხები განიცადეს და ახლა რეიტინგში დაქვეითება არ ასცდებათ, თუკი დარჩენილ ყველა შეხვედრას არ მოიგებენ.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ესტონელ სეკივაკე ბარუტოსთან წააგო, რომელიც ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის იბრძვის. ლევანის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი კაისეია. თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მონღოლ ტამავაშისთან დამარცხდა და ახლა იაპონელ ტაკეკაძეს ხვდება. ტოჩინოშინს და გაგამარუს ერთნაირი ბალანსი - 4-7 აქვთ.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო (უვატენაგე), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაკურიუ-ტოკიტენკუ (იორიკირი), ბარუტო-ტოჩინოშინი (იორიკირი),
ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (იორიკირი), ამინიშიკი-შოჰოზანი (ოშიდაში), ტამავაში-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: ოკინოუმი (მაეგაშირა 7)
8-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კიტატაიკი (მ 6), ფუჯიაზუმა (მ 9)... 4-7: ტოჩინოშინი (მ 1), გაგამარუ (მ 6).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-იკიოი, ბარუტო-მიოგრიუ, გოეიდო-ტოიონოშიმა, ამინიშიკი-ტოკიტენკუ, ტოჩიოძანი-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-ტაკეკაძე.

ასევე იხილეთ:
გაზაფხულის ბაშო: ქართველებს თითო წაგების უფლებაღა დარჩათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული