ქართველებმა გაზაფხულის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულეს

AutoSharing Option
წლის მეორე სუპერტურნირი, გაზაფხულის ბაშო, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიმართა, ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თუ თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) უარყოფითი ბალანსი ადრე გაფორმდა, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის ტიტულის დაბრუნებიდან ორ ნაბიჯზე შეაჩერეს. ჩვენებურმა ყველასთვის მოულოდნელად, შაბათს იკიოისთან დათმო, რომელსაც აქამდე ბაშოზე სულ ორი გამარჯვება ჰქონდა.

სხვათა შორის, ორთაბრძოლა ძალზე თვალსასეირო გამოდგა, ის იყო ლევანმა დოჰიოს კუთხეში მიიმწყვიდა მეტოქე, როცა ამ უკანასკნელმა დიდებული ილეთით წააქცია ქართველი. ასე გაიფორმა ჩვენებურმა უარყოფითი ბალანსი და კომუსუბის ტიტულის მიღების ნაცვლად მარტის რეიტინგში დაქვეითდება.

საბოლოოდ, ტურნირი ტოჩინოშინმა
7-8 ბალანსით დაასრულა, ხოლო გაგამარუმ - 5-10 ბალანსით. გაზაფხულის ტურნირი კი ჰაკუჰომ მოიგო ბრწყინვალე შედეგით: 15-0. მას ახლოსაც ვერავინ გაეკარა, მეორე ადგილზე გასულ სუმოისტს 4 მოგებით ნაკლები დაუგროვდა.

XIV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), კოტოშოგიკუ-შოჰოზანი (იორიკირი), ამინიშიკი-ბარუტო (იორიკირი), გოეიდო-ოკინოუმი (იორიკირი), ტოჩიოძანი-კიტატაიკი (კატასუკაში), იკიოი-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), გაგამარუ-ვაკანოსატო (ოშიდაში).

ბოლო დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი (უვატენაგე), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ბარუტო-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), გოეიდო-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), ტაკაიასუ-გაგამარუ (უვატენაგე), ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი (ჰატაკიკომი).

საბოლოო მდგომარეობა
დადებითი
15-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-4: ოკინოუმი (მაეგაშირა 7), ტაკარაფუჯი (მ 10)
10-5: კისენოსატო (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), ტოჩიოძანი (კომუსუბი), კიტატაიკი (მ 6).
9-6: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ბარუტო (სეკივაკე), აოიამა (მ 8), იოშიკაძე (მ 9), ტაკეკაძე (მ 11), ჯოკორიუ (მ 11), სადანოფუჯი (მ 13), ვაკანოსატო (მ 16).
8-7: კაკურიუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), არანი (მ 5), ფუჯიაზუმა (მ 9), შოტენრო (მ 12), დაიდო (მ 15).

უარყოფითი
7-8: ამინიშიკი (კომუსუბი), ტოჩინოშინი (მ 1), ტოიონოშიმა (მ 4), შოჰოზანი (მ 4), კიოკუტენჰო (მ 8), მასუნოიამა (მ 12), ჩიონოკუნი (მ 14).
6-9: ტოიოჰიბიკი (მ 7).
5-10: ტაკაიასუ (მ 1), ტოკიტენკუ (მ 3), გაგამარუ (მ 6), ოივატო (მ 16).
4-11: იკიოი (მ 3), ტამავაში (მ 10), სოტაირიუ (მ 15).
3-12: ჩიოტაირიუ (მ 2), კაისეი (მ 5).
2-13: საგაცუკასა (მ 14).
1-14: კოტოოშუ (ოძეკი).
0-15: ტოჩინოვაკა (მ 13).

პრიზები

იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (24-ე)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავის
მებრძოლი სული: ოკინოუმი (მე-2)
ტექნიკური რიკიში: არავის
ძურიოს ჩემპიონი: კიოკუშუჰო (1)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძე კომუსუბის ტიტულს მიუახლოვდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული