სამწუხაროდ, ქართველ სუმოისტებს მარცხიანი სტარტი გამოუვიდათ. დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკის ტიტულის მფლობელ ბულგარელ კოტოოშუს შეხვდა. დიდი ბრძოლა არ ყოფილა, მეტოქემ ძალით დაჩაგრა ჩვენებური და ის დოჰიოს მიღმა გაიყვანა.
მე-11 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) უკვე 206 კილოგრამს იწონის. ის ელიტაში ყველაზე მძიმეა, თუმცა მონღოლ შოტენროზე თითქმის 50-კილოიანმა უპირატესობამ შედეგი ვერ გამოიღო, ცოტაოდენი ბრძოლის შემდეგ აზიელმა იძალა.
ასპარეზობის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ესტონელი გოლიათი ბარუტოა. ქართველისთვის მეტად უხერხული მეტოქე - 1:11
ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძე მაისის ბაშოს ბულგარელ ჩემპიონთან ბრძოლით გახსნის