ლევან გორგაძემ ანტირეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
აქამდე 25 წლის ლევან გორგაძისთვის ბაშოს სტარტზე 6 მარცხი იყო ანტირეკორდი. სამწუხაროდ, ქართველმა სუმოისტმა, რომელიც პროფესიონალებში ტოჩინოშინის საბრძოლო სახელით გამოდის, ანტირეკორდი 8-მდე გაზარდა.

0-8 ასეთია მე-2 მაეგაშირას ბალანსი და მან უკვე "დაიბევა" უკუსვლა რეიტინგში. შაბათ-კვირას მან ორ ოძეკისთან წააგო: კაკურიუსთან და კოტოშოგიკუსთან.

გაცილებით კარგად ასპარეზობს თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), მას 5-3 ბალანსი აქვს და დადებითის დაბევებამდე დარჩენილ 7 ორთაბრძოლაში 3 მოგებაც ჰყოფნის. შაბათს ჩვენებურმა აზუმარიუს მოუგო, მაგრამ კვირას კიოკუშუჰოსთან
დამარცხდა.

ზაფხულის ბაშოს ისევ სამი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს, მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ორი ჩემპიონი, კაკურიუ და კისენოსატო.


ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძემ კარიერის ანტირეკორდი გაიმეორა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული