ლევან გორგაძემ ზაფხულის ბაშოზე ზედიზედ მე-9 მარცხი იწვნია

AutoSharing Option
0-9 - ასეთია ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) ახალი ანტირეკორდი პროფესიულ სუმოში: 9 დღეა, ქართველს, რომელიც ელიტაშიც კი გამორჩეული ფალავანია, ერთი ორთაბრძოლაც ვერ მოუგია!

ამჯერად ჩვენებურმა ისეთ სუმოისტთან წააგო, რომელსაც ასევე არ ჰქონდა ზაფხულის ბაშოზე გამარჯვება მოპოვებული. თავიდან თითქოს ტოჩინოშინმა შეუტია ტაკარაფუჯის, მაგრამ შემდეგ იაპონელმა იგდო ხელთ ინიციატივა.

ამ ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ლევანი ძველებურ ჯანზე ვერ არის. ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ტოიონოშიმაა (4:5 ურთიერთშეხვედრებში).

სამაგიეროდ, გვახარებს თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). ბაშოს მე-9 დღეს მან ბრაზილიელი კაისეი დაამარცხა. ქართველმა სამხრეთამერიკელს დაჯახების შემდეგ შეტევის საშუალება არ
მისცა და მეთოდურად გაიყვანა დოჰიოს რკალიდან. 6-3 - ასეთია გაგამარუს ბალანსი და ახლა ის ტაკეკაძეს შეხვდება (5:3 ურთიერთშეხვედრებში).

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძემ ანტირეკორდი დაამყარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული