თეიმურაზ ჯუღელმა ზაფხულის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაინაღდა

AutoSharing Option
როგორც იქნა!

ზედიზედ 10 მარცხის შემდეგ მოიგო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). ქართული ანტირეკორდის დამყარების შემდეგ მან აჯობა მაღალი რანგის სუმოისტს, კომუსუბი ოკინოუმის.

ეს იყო ძალიან მაგარი ორთაბრძოლა, რომელშიც ქართველმა იაპონელის რამდენიმე სერიოზული შეტევა მოიგერია და ბოლოს ბრწყინვალედ შეასრულა ილეთი და მეტოქე მაყურებელთა დარბაზში მოისროლა.

გულშემატკივარმა ოვაცია მოუწყო ჩვენებურს ლამაზი მოგებისთვის. მიუხედავად ამისა, ლევანს მხოლოდ 1-10 ბალანსი აქვს. ახლა მისი მეტოქე ჯოკორიუა, ვისაც კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

პროგრამა-მინიმუმი შეასრულა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), მძიმეწონოსანმა ქართველმა მე-8 ორთაბრძოლა მოიგო (კაჩი კოში) და ახლა აუცილებლად დაწინაურდება
რეიტინგში, რომელშიც დღეისათვის დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა.

გაგამარუმ ჩიოოტორი ღონივრად დაიქნია და დოჰიოზე დაანარცხა. ჩვენებურს 8-3 ბალანსი აქვს და ახლა დაიდოს ხვდება (4:1 ურთიერთშეხვედრებში).

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 4 დღე დარჩა. იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში ორი დაუმარცხებელი ლიდერობს: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი კისენოსატო.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელს დადებით ბალანსამდე ერთი მოგება აშორებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული