ზაფხულის ბაშოზე ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა

AutoSharing Option
ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ, 206 კგ) ბრწყინვალედ ასპარეზობს ზაფხულის ბაშოზე. ქართველი მიწოლით ვერას გახდა დაიდოსთან ორთაბრძოლაში, ამიტომ გამოეცალა მეტოქეს და დოჰიოს ცენტრში წააქცია.

თეიმურაზს 9-3 ბალანსი აქვს და ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იოშიკაძე (2:5 ურთიერთშეხვედრებში) იქნება.

ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა მოიგო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). ჩვენებური პირველად ხვდებოდა ჯოკორიუს, რომელსაც შანსი არ დაუტოვა, ულამაზესი ილეთით დააგდო თიხნარზე.

ლევანმა ორი ერთმანეთზე უკეთესი ბრძოლა მოიგო, თუმცა ძალიან გვიან გამოფხიზლდა - 2-10 ბალანსი აქვს. ქართველის მომდევნო მეტოქე "მატადორი" ამინიშიკია (6:7 ურთიერთშეხვედრებში).

ზაფხულის ბაშოს
12-12 მოგებით მონღოლი ჰაკუჰო და იაპონელი კისენოსატო ლიდერობენ.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა ზაფხულის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაინაღდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული