თეიმურაზ ჯუღელმა ბაშო 11 მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
იაპონიაში დასრულდა წლის მესამე სუპერტურნირი ნაცუ ბაშო, რომლის გამარჯვებული (წაუგებლად) დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო გახდა.

მონღოლმა სუმოისტმა იაპონიის იმპერატორის თასი კარიერაში 25-ედ მოიგო და ლეგენდარულ ასაშორიუს გაუტოლდა.

ბაშოზე დიდებულად იასპარეზა 26 წლის თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ). ქართველი ელიტაში ყველაზე მძიმეა (206 კგ), მან ეს კარგად გამოიყენა ტურნირზე და წინ მხოლოდ დიდი ჩემპიონი და ჩემპიონი კისენოსატო გაუშვა.

გაგამარუმ ბაშო 11-4 ბალანსით დაასრულა, მან კარიერაში მესამედ შეძლო ელიტაში 10-ზე მეტი გამარჯვების მოხვეჭა.

25 წლის ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) კი ძალზე ცუდი ტურნირი გამოუვიდა - 2-13 ბალანსი მისთვის
ანტირეკორდის გამეორებაა. შეგახსენებთ, რომ მან სტარტზე ზედიზედ 10 ორთაბრძოლა დათმო.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელს ზაფხულის ბაშოზე 13-დან 10 მოგება აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული