თეიმურაზ ჯუღელს ახალმა მავაშიმ ვერ უშველა

AutoSharing Option
ნაგოიაში დაიწყო ივლისის ბაშო, რომელზეც ორი ქართველი სუმოისტიც მონაწილეობს. დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) და მე-11 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე).

სამწუხაროდ, სტარტზე ორივე ჩვენებურმა წააგო.

26 წლის თეიმურაზ ჯუღელი ახალ სუპერტურნირს მავაშის ახალი შეფერილობით შეხვდა. ადრე გაგამარუ ცისფერი მავაშით ასპარეზობდა, ახლა კი მოყავისფრო აირჩია. თუმცა ამან მას ვერ უშველა ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან დაპირისპირებაში. ვისთანაც აქამდე 5 მარცხი ჰქონდა განცდილი. წამებში ბულგარელმა ჩვენებური დოჰიოდან ძირს, დარბაზში მოისროლა.

გაგამარუს მორიგი მეტოქე კაკურიუც ოძეკია. ჩემპიონთან ქართველს წინა 4 დაპირისპირება აქვს წაგებული.

25
წლის ლევან გორგაძე კარიერის არც თუ კარგ დროებას განიცდის - სასტარტო ბრძოლა მან ბრაზილიელ კაისეისთან დათმო. ბრაზილიურ-ქართული დაპირისპირება ძალის ჭიდილი გამოდგა, ბოლოს ღონით კაისეიმ აჯობა მეტოქეს და რკალს მიღმა გაიყვანა.

ტოჩინოშინი ახლა ჩიონოკუნის შეხვდება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ მოუგო.

ნაგოიას ბაშოს სასტარტო დღეებში ვერ იასპარეზებს ყოფილი ჩემპიონი ბარუტო. ესტონელი ახლა მე-6 მაეგაშირაა და მას ტრავმა ისევ აწუხებს. თუკი 2-3 ორთაბრძოლას მაინც ვერ მოიგებს, ბარუტოს ელიტიდან დააქვეითებენ.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა ბაშო 11 მოგებით დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული