თეიმურაზ ჯუღელის მარცხი ერთ დიდ ჩემპიონთან, რანდევუ მეორესთან

AutoSharing Option
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დიდი ჩემპიონ ჰარუმაფუჯის ხვდებოდა. მძიმეწონოსან ქართველთან მონღოლმა ხერხი იხმარა, მეტოქეს სასტარტო დაჯახების შემდეგ გამოეცალა და დოჰიოს ცენტრში წააქცია.

სამწუხაროა, მაგრამ ჩვენებურს 0-4 ბალანსი აქვს და არც ბაშოს მეხუთე დღე ელის სასიკეთო - მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, ვისთანაც აქამდე ოთხივე დაპირისპირება დათმო.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მოულოდნელად, დათმო სადანოფუჯისთან ორთაბრძოლა - რკენა სუმოსთვის უჩვეულოდ დიდხანს, 2 წუთს გაგრძელდა, ინიციატივა სულ ჩვენებურის მხარეს იყო, მაგრამ კიდეზე მყოფმა მეტოქემ ბოლო წამს შესანიშნავი ილეთი განახორციელა.

ლევანს ნულოვანი (2-2) ბალანსი აქვს და ასპარეზობის
მეხუთე დღეს ტოკუშორიუს ხვდება. 26 წლის იაპონელი ელიტის დებიუტანტია, შესაბამისად, ქართველს არასოდეს შეხვედრია.

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძის ზედიზედ მეორე გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული