ქართველი სუმოისტები გავარდნის საფრთხის წინაშე არიან

AutoSharing Option
28 ოქტომბერს ნოემბრის ბაშოს ოფიციალური ბანძუკე, ანუ რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა.

ქართველი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) სექტემბერში ცუდი ასპარეზობის გამო დაქვეითდა და ელიტურ დივიზიონში დასავლეთის მე-13 მაეგაშირა გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაგამარუ ფრთხილად უნდა იყოს - კიდევ ერთი უარყოფითი ბალანსი მას, შესაძლოა, მაკუუჩის დივიზიონიდან გავარდნად დაუჯდეს.

სექტემბრის ბაშო სრულად გამოტოვა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე). ამის გამო ის ძურიოს პირველი ნომრობიდან ამავე დივიზიონის უკანასკნელ საფეხურზე ჩამოვიდა - ლევანი ახლა ძურიოს მე-14 ნომერია.

თუკი ჩვენებური ვერც ნოემბრის ბაშოზე იჭიდავებს (ან იჭიდავებს, მაგრამ უარყოფითი ბალანსით
დარჩება), ის სეკიტორის სტატუსს დაკარგავს. მესამე ლიგა მაკუშიტაში ოფიციალურად ხელფასსაც არ იღებენ.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა შემოდგომის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული