თეიმურაზ ჯუღელმა ბაშოზე გამარჯვების გემო გაიხსენა

AutoSharing Option
ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, იმარჯვა სუმოს ელიტის ყველაზე მძიმე ფალავანმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ). ჩვენებურმა მძლავრი ოშიდაშით მე-15 მაეგაშირა ოსუნაარაშის მოუგო. კუნძულ კიუშუს ბაშოზე მესამედი მიილია და ქართველ სუმოისტს 2-3 ბალანსი აქვს.

გაგამარუ დასავლეთის მე-13 მაეგაშირაა, ეს რანგი კი მას მყარ გარანტიას ვერ აძლევს, რომ უარყოფითი ბალანსის დაბევების შემთხვევაში, ელიტიდან არ დააქვეითებენ. გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტამაასუკაა.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (შიტატენაგე), კისენოსატო-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაკურიუ-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-გოეიდო (ჰატაკიკომი), გაგამარუ-ოსუნაარაში (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა),
ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), მასუნოიამა (მაეგაშირა 11), შოტენრო (მ 15)... 2-3: გაგამარუ (მ 13).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, ჰაკუჰო-ტაკაიასუ, კაკურიუ-ტაკეკაძე, კისენოსატო-ტოიონოშიმა, ჰომაშო-ტოჩიოძანი, გაგამარუ-ტამაასუკა.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის მორიგი მარცხი ნოემბრის ბაშოზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული