ასე რომ, 2014 წლის იანვრის ბაშოზე გაგამარუ ელიტაში კვლავ იქნება. პირველად ქართველი უმაღლეს დივიზიონში კი 2004 წლის იანვარში მოხვდა, მაშინ ლევან ცაგურიამ (კოკაი) შეძლო აღზევება. იყო დრო, როცა დივიზიონში ერთბაშად სამი
გაგამარუმ მე-8 გამარჯვება შაბათს დაიბევა, როცა ტოჩინოვაკა დაამარცხა, კვირას კი მან მიოგირიუსთან წააგო.
მეორე დივიზიონ ძურიოში დაქვეითებული ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ტრავმის გამო ვერ მონაწილეობდა ნოემბრის ბაშოზე. ამიტომ ის ისევ დაქვეითდება, ამჯერად მესამე დივიზიონ მაკუშიტაში.
ნოემბრის ბაშო 14-1 ბალანსით მოიგო მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა ჰარუმაფუჯიმ, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანამემამულე ჰაკუჰო დაამარცხა. ჰარუმაფუჯიმ იმპერატორის თასი მეექვსედ მოიგო.
ასევე იხილეთ:
გაგამარუ არ ნებდება: ბალანსი ისევ გამოასწორა