მე-12 მაეგაშირა ქართველმა გადამწყვეტი, მე-8 გამარჯვება პარასკევს მოიპოვა, ამიტომ შაბათ-კვირას თავი აღარ გამოუდია და ჯერ მონღოლ შოჰოზანთან წააგო, შემდეგ ბრაზილიელ კაისეისთან. 8-7 - ასეთი ბალანსით დაასრულა ქართველმა ასპარეზობა და რეიტინგშიც წინსვლა ელის.
იმპერატორის თასის ბედი ბოლო შეხვედრაში გადაწყდა. დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იქამდე დაუმარცხებლად მივიდა, ხოლო ჩემპიონ კაკურიუს ერთი მარცხი ჰქონდა. კაკურიუმ იმარჯვა და თასის მფლობელის გამოსავლენად დამატებითი ორთაბრძოლა დაინიშნა, რომელიც ამჯერად ჰაკუჰომ
XIV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (უჩიმოსო), კაკურიუ-კისენოსატო (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-ტამავაში (უვატენაგე), გოეიდო-კიოკუტენჰო (იორიკირი), შოჰოზანი-გაგამარუ (უვატენაგე).
ბოლო დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ჰაკუჰო (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-კისენოსატო (უბრძოლველად), გოეიდო-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), ტოჩიოძანი-ტამავაში (კატასუკაში), კაისეი-გაგამარუ (იორიკირი).
საჩემპიონო ბრძოლა: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი)
საბოლოო მდგომარეობა:
14-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (ოძეკი)
11-4: ტოჩიოძანი (კომუსუბი), ენდო (მაეგაშირა 10)
10-5: იოშიკაძე (მ 11), ჩიოოტორი (მ 12)... 8-7: გაგამარუ (მ 12)
ტიტულები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო
ძურიოს დივიზიონი: ჩიიომარუ
ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი: არავის
მერბრძოლი სულის პრიზი: ენდო
ტექნიკური რიკიშის პრიზი: არავის
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა ბაშოზე დადებითი ბალანსი დაიბევა