ლევანს მუხლის მძიმე ტრავმამ 4 ბაშო (8 თვე) გააცდენინა, შემდეგ კი მან დაკარგული რეიტინგის აღსადგენად ზედიზედ 4 ბაშო მოიგო (44-დან 42 ორთაბრძოლა მოიგო!) და ახლა აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირაა.
ტურნირი ფუკუოკაში კვირას დაიწყო და ლევანმა დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა - მან იაპონელ შოთა ენდოს მოუგო იორიტაოშის ილეთით. ქართველის მომდევნო მეტოქე მე-7 მაეგაშირა სადანოუმი გახლავთ.
მოგებით დაიწყო ბაშო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). ჩვენებური ძურიოს დივიზიონის მე-5 ნომერია.
სუმო. კიუშუ ბაშო. 9-23 ნოემბერი
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იკიოი (იორიკირი), კაკურიუ-ტაკეკაძე (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიტაოში), ტაკარაფუჯი-გოეიდო (კატასუკაში), ტოჩინოშინი-ენდო (იორიტაოში).
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-ტოიოჰიბიკი, ჰაკუჰო-ამინიშიკი, კისენოსატო-იკიოი, გოეიდო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-აოიამა, ტოჩინოშინი-სადანოუმი.