ლევან გორგაძე ბაშოზე ლიდერთა შორისაა

AutoSharing Option
2014 წლის უკანასკნელი ბაშო კუნძულ ფუკუოკაზე იმართება, სადაც დიდებულად ასპარეზობს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). ის ელიტაში ახლახან დაბრუნდა და აქ 6-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო.

ლევანმა ჯოკორიუს უვატენაგეს ილეთით აჯობა და მისი მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა კაისეია. პარასკევს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ წააგო. ასე რომ, ერთპიროვნული ლიდერი ახალი იოკოძუნა კაკურიუ გახდა. მას კვალში 6 სუმოისტი უდგას, მათ შორის, ტოჩინოშინი.

ძურიოს დივიზიონში მარცხი იწვნია თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ). ქართველმა ფალავანმა მონღოლ ტოკიტენკუსთან დათმო და 3-3 ბალანსი გაუხდა. გაგამარუს მორიგი მეტოქე სატოიამაა.

VI დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატენაგე), ტაკაიასუ-ჰაკუჰო (ჰატაკიკომი), კაკურიუ-იჩინოჯო (იორიკირი), ტოჩინოშინი-ჯოკორიუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
6-0:
კაკურიუ (იოკოძუნა).
5-1: ჰაკუჯო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 6), ოკინოუმი (მ 7), ტოჩინოშინი (მ 8), კიოკუტენჰო (მ 11), არავაში (მ 13), სოკოკურაი (მ 14).

VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კაკურიუ-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-ჩიოოტორი, ტოჩინოშინი-კაისეი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული