27 აპრილს სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ელიტაში მოჭიდავე ქართველი სუმოისტები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დღეიდან დასავლეთის პირველი მაეგაშირაა. ის დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იყო და მარტის ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა. ახლა იგივე შედეგი მას, სავარაუდოდ, კომუსუბის ტიტულს მოუტანს.
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დასავლეთის მე-15 მაეგაშირა იყო, მაგრამ მან მარტში ძალიან კარგად იასპარეზა, 11-4 ბალანსი აჩვენა, რაც ახალ რეიტინგში დაუფასდა - აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა გახდა.
მაისის (ზაფხულის) ბაშო ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" სტარტს 10 მაისს აიღებს და 24 მაისს დასრულდება.
15:17 27-04-2015
ქართველი სუმოისტები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული