ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის ტიტულის მქონე მიოგირიუსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ანალოგიური ილეთით წააგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), რომელიც რუს ამურუს ხვდებოდა. ახლა ორივეს 4-7 ბალანსი აქვს, მერვე წაგება კი უარყოფითი ბალანსის განაღდებას ნიშნავს.
ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი მაეგაშირა სადანოუმია, ხოლო გაგამარუ მონღოლ ტოკიტენკუს შეხვდება.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-კაისეი (იორიკირი), გოეიდო-ტოჩიოძანი (კუბინაგე), სადანოუმი-იჩინოჯო (უვატენაგე), მიოგირიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი),
სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა).
9-2: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე)... 4-7: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1), გაგამარუ (მ 6).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-ტერუნოფუჯი, კისენოსატო-მიოგირიუ, გოეიდო-ტაკეკაძე, ტოჩიოძანი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-სადანოუმი, გაგამარუ-ტოკიტენკუ.