სუმო. ნაგოიას ბაშო. 12-26 ივლისი: გაგამარუ მორჩა, ტოჩინოშინი იბრძვის

AutoSharing Option
აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ჯერ კიდევ შერჩა კომუსუბის ტიტულის მოპოვების შანსი - საამისოდ, მისი ამოცანა ერთი შეხედვით, მარტივია: ბაშოზე დარჩენილი სამივე ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

აი, მე-6 მაეგაშირა გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი) ყველაფერი დამთავრდა, მან უარყოფითი ბალანსი "დაიბევა".

ტოჩინოშინმა დასავლეთის პირველი მაეგაშირა სადანოუმი დაამარცხა და ბალანსი 5-7 გაუხდა, ხოლო გაგამარუმ მონღოლ ტოკიტენკუსთან წააგო და ბალანსი 4-8-ზე აქვს.

ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ტაკაიასუა (5-7), ხოლო გაგამარუ კიოკუტენჰოს (3-9) შეხვდება. ლევანს მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს - 5:3.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), კაკურიუ-ტერუნოფუჯი (სუკუინაგე), კისენოსატო-მიოგირიუ (იორიკირი), გოეიდო-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), ოკინოუმი-ტოჩიოძანი (კოტენაგე), ტოჩინოშინი-სადანოუმი (იორიკირი), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა)
9-3: ტერუნოფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), იოშიკაძე (მაეგაშირა 8), ენდო (მ 12)... 5-7: ტოჩინოშინი (მ 1)... 4-8: გაგამარუ (მ 6).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-კისენოსატო, ჰაკუჰო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-კაისეი, ტერუნოფუჯი-იჩინოჯო, ტოჩიოძანი-სადანოუმი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ, გაგამარუ-კიოკუტენჰო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოჩინოშინს, დადებითი ბალანსის შემთხვევაში, აქვს შანსი, სულაც სეკივაკე გახდეს.. ამისათვის საჭიროა ლევანთან ერთად დაბებითზე გავიდეს კოტოშოგიკუც, ხოლო უარყოფითი გაიფორმოს მოიგირიუმ.
ლევანი
15:21 23-07-2015
0

სიახლეები პოპულარული