აი, მე-6 მაეგაშირა გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი) ყველაფერი დამთავრდა, მან უარყოფითი ბალანსი "დაიბევა".
ტოჩინოშინმა დასავლეთის პირველი მაეგაშირა სადანოუმი დაამარცხა და ბალანსი 5-7 გაუხდა, ხოლო გაგამარუმ მონღოლ ტოკიტენკუსთან წააგო და ბალანსი 4-8-ზე აქვს.
ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ტაკაიასუა (5-7), ხოლო გაგამარუ კიოკუტენჰოს (3-9) შეხვდება. ლევანს მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს - 5:3.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა)
9-3: ტერუნოფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), იოშიკაძე (მაეგაშირა 8), ენდო (მ 12)... 5-7: ტოჩინოშინი (მ 1)... 4-8: გაგამარუ (მ 6).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-კისენოსატო, ჰაკუჰო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-კაისეი, ტერუნოფუჯი-იჩინოჯო, ტოჩიოძანი-სადანოუმი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ, გაგამარუ-კიოკუტენჰო.