სუმო. კიუშუს ბაშო. ელიტაში ორივე ქართველმა იმარჯვა

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. აღმოსავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იოლად აჯობა სეკივაკე მიოგირიუს და ბალანსი ნულოვანი გაუხდა - 3-3.

ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯია. მან მონღოლს 7-ჯერ მოუგო და 15-ჯერ დამარცხდა.

მოიგო მე-11 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც აქამდე დაუმარცხებელ ჩიოოტორის აჯობა. ჯუღელის მორიგი მეტოქე მიტაკეუმია, რომელსაც კარიერაში პირველად ეჭიდავება.

6-დან 6 გამარჯვებით კუნძულ კიუშუს ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული