სუმო. კიუშუს ბაშო: ქართველმა კომუსუბიმ კომუსუბისთან ვერ ივარგა

AutoSharing Option
ნოემბრის ბაშოზე ორი კომუსუბის ორთაბრძოლა, სამწუხაროდ, ქართველის მარცხით დასრულდა, იოშიკაძემ ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) რკალიდან გაიყვანა. ეს ჩვენებურის მე-6 მარცხია ბაშოზე და ახლა მას მხოლოდ ერთი წაგების უფლება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენებური კომუსუბის ტიტულს გამოეთხოვება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა იჩინოჯოა.

სამაგიეროდ, კარგად ასპარეზობს მე-11 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც მე-6 გამარჯვება მონღოლ ასასეკირიუსთან ორთაბრძოლაში ჩაიწერა და ახლა კიტატაიკის ხვდება.

ბაშოს 9-დან 9 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-იკიოი (იორიტაოში), ტოჩიოძანი-კაკურიუ (ოშიდაში), ჰაკუჰო-გოეიდო (იორიკირი), კისენოსატო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ოკინოუმი-კოტოშოგიკუ
(ცუკიოტოში), იოშიკაძე-ტოჩინოშინი (იორიკირი), გაგამარუ-ასასეკირიუ (ასასეკირიუ).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
8-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), შოჰოზანი (მაეგაშირა 10), ტაკაიასუ (მ 12)... 6-3: გაგამარუ (მ 11)... 3-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-გოეიდო, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ტოიონოშიმა, ტერუნოფუჯი-მიოგირიუ, ტოჩინოშინი-იჩინოჯო, გაგამარუ-კიტატაიკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული