სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძემ კვლავ იმარჯვა

AutoSharing Option
ნოემბრის ბაშოზე მე-13 დღის შეხვედრები გაიმართა. ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იორიკირის ილეთით აჯობა ტოიონოშიმას და ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულების შანსს ინარჩუნებს. მას 6-7 ბალანსი აქვს და ბაშოს დასრულებამდე ორი დღე რჩება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იკიოია, რომელსაც 10-3 ბალანსი აქვს და იმპერატორის თასისთვის იბრძვის.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კვლავ დამარცხდა, მან ჩიოოტორისთან წააგო. ჩვენებურს 8-5 ბალანსი აქვს.

გაგამარუ ბრაზილიელ კაისეის შეხვდება, ჩვენებურს მთავარი მიზანი უკვე მიღწეული აქვს.

დღის მთავარ დაპირისპირებაში დიდმა ჩემპიონმა ჰარუმაფუჯიმ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს მოუგო და 12-1 ბალანსით გაუთანაბრდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული