ლევან გორგაძის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

AutoSharing Option
ნაცუ ბაშოზე ტოკიოში მესამედი მიილია. ბრწყინვალედ ასპარეზობს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რასაც ნაკლებად ველოდით, რადგან ტურნირს მე-4 მაეგაშირა გატეხილი ნეკნით შეხვდა. ამის მიუხედავად, სასტარტო მარცხს ლევანმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოაყოლა, თანაც, ყველა სხვადასხვა ილეთით. ტოჩინოშინი ვეტერან იოშიკაძეს ცუკიოტოშის ილეთით გაუსწორდა.

ახლა ტოჩინოშინის ბალანსი 4-1-ია და მისთვის ბაშოს უფრო რთული ეტაპი იწყება. ჩვენებურს პირველი სერიოზული მეტოქე ერგო - ოძეკი (ჩემპიონი) ტერუნოფუჯი. 24 წლის მონღოლთან ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:6.

მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც, გაგამარუმ ვეტერანი ტაკეკაძე გაიყვანა დოჰიოს რკალიდან. მას
3-2 ბალანსი აქვს და თანაგუნდელ დაიშომარუს ხვდება (1:0 ურთიერთშეხვედრებში).

ზაფხულის ბაშოს სამი დაუმარცხებელი ფალავანი შერჩა: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონები კისენოსატო და გოეიდო.

V დღე (საინტერესო ბრძოლები): იკიოი-კაკურიუ (კოტენაგე), ჰარუმაფუჯი-აოიამა (იორიკირი), ჰაკუჰო-კაისეი (იორიკირი), კისენოსატო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), გოეიდო-შოდაი (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), მიოგირიუ-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ტოჩინოშინი-იოშიკაძე (ცუკიოტოში), გაგამარუ-ტაკეკაძე (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), გოეიდო (ოძეკი)... 4-1: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 4)... 3-2: გაგამარუ (მ 15).

VI დღე (საინტერესო წყვილები): ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, ჰაკუჰო-იჩინოჯო, კაკურიუ-შოდაი, გოეიდო-კოტოიუკი, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, ტოჩინოშინი-ტერუნოფუჯი, კისენოსატო-კაისეი, იკიოი-ოკინოუმი, გაგამარუ-დაიშომარუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული