ლევან გორგაძემ ბაშოზე ჩემპიონს მოუგო და დიდ ჩემპიონს ხვდება
AutoSharing Option
ნეკნგატეხილი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ზაფხულის ბაშოზე სასწაულებს სჩადის - 28 წლის ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ჩვენებურმა ოძეკის (ჩემპიონი) რანგის სუმოისტი ტერუნოფუჯი დაამარცხა.
ტოჩინოშინს 5-1 ბალანსი აქვს და დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის ხვდება. ქართველი მონღოლს 25-ჯერ შეხვდა და აქედან მხოლოდ 7-ჯერ მოუგო.
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ)დაიშომარუსთან დამარცხდა. ჩვენებურს 3-3 ბალანსი აქვს და მისი მომდევნო მეტოქე სეირიუა (0:2).
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.