ლევან გორგაძემ ბაშოზე ჩემპიონს მოუგო და დიდ ჩემპიონს ხვდება

AutoSharing Option
ნეკნგატეხილი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ზაფხულის ბაშოზე სასწაულებს სჩადის - 28 წლის ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ჩვენებურმა ოძეკის (ჩემპიონი) რანგის სუმოისტი ტერუნოფუჯი დაამარცხა.

ტოჩინოშინს 5-1 ბალანსი აქვს და დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის ხვდება. ქართველი მონღოლს 25-ჯერ შეხვდა და აქედან მხოლოდ 7-ჯერ მოუგო.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დაიშომარუსთან დამარცხდა. ჩვენებურს 3-3 ბალანსი აქვს და მისი მომდევნო მეტოქე სეირიუა (0:2).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული