ლევან გორგაძის დიდი წარმატება ზაფხულის ბაშოზე

AutoSharing Option
28 წლის ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ნაცუ ბაშოს დასრულების შემდეგ ყველაზე ტექნიკური რიკიშის პრიზი - გინო-შო მისცეს. ქართველმა დიდებული ტექნიკა გამოავლინა ბაშოზე, რომლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ნეკნებისა და გულმკერდის შემაერთებელი ხრტილი გაიტეხა და მთელი ტურნირი ამ მძიმე ტრავმით იჭიდავა. საბოლოოდ, ჩვენებურმა 15-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს კარიერაში 5-ჯერ აქვს მოგებული მებრძოლი სულის პრიზი (კანტო-შო), მაგრამ გინო-შოს პირველად დაეპატრონა.

10 მოგების წყალობით, ქართველი დიდი ალბათობით, კომუსუბის ტიტულის გამოტოვებით, ეგრევე სუმოს იერარქიაში მესამე რანგს - სეკივაკეს ტიტულს მიიღებს კარიერაში პირველად.

რამდენადაც წარმატებული გამოდგა ბაშო ლევან გორგაძისთვის, იმდენად წარუმატებელი იყო ის თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ). ჩვენებურმა 6-9 ბალანსით დაასრულა ბაშო და ის ელიტას დაემშვიდობება.

ზაფხულის ბაშო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოიგო დაუმარცხებლად (15-0). ეს მონღოლისთვის 37-ე იმპერატორის თასია კარიერაში.

საბოლოო მდგომარეობა
15-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
13-2: კისენოსატო (ოძეკი)
11-4: კაკურიუ (იოკოძუნა), მიტაკეუმი (მაეგაშირა 8), შოჰოზანი (მ 11), ენდო (მ 15)
10-5: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), ტოჩინოშინი (მ 4)... 6-9: გაგამარუ (მ 15).

პრიზები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
ძურიოს ჩემპიონი: ჩიოონოკუნი (ძ 3)
მაკუშიტას ჩემპიონი: ოიანაგი (მ 58)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავის
მებრძოლი სული: მიტაკეუმი (მაეგაშირა 8)
ტექნიკური რიკიში: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 4)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული