ლევან გორგაძე ბაშოზე კვლავ მოუგებელია

AutoSharing Option
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ძალიან გაუჭირდება სეკივაკეს რანგის შენარჩუნება - ნაგოიას ბაშოზე მან ოთხივე დაპირისპირება დათმო, მათ შორის, უკანასკნელი ოძეკი ტორუნოფუჯისთან.

ახლა ქართველის მეტოქე მასავით უიღბლო კომუსუბი კოტოიუკია (0-4 ბალანსი). ურთიერთშეხვედრებში ქართველი 4:0-ს იგებს და ვიმედოვნებთ, რომ იგი სეკივაკეს რანგში კარიერაში პირველ გამარჯვებას იზეიმებს.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ძურიოს დივიზიონში ასპარეზობს. ის სატოიამასთან დამარცხდა. ჩვენებურს 2-2 ბალანსი აქვს.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ტაკაიასუ-კაკურიუ (უბრძოლველად), ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი, კისენოსატო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-მიტაკეუმი, ტოჩინოშინი-კოტოიუკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული