ახლა ლევან გორგაძემ ყველა დარჩენილი ორთაბრძოლა რომც მოიგოს, სეკივაკეს რანგიდან მაინც დააქვეითებენ, თუმცა მოგებები მას მაინც ესაჭიროება, რადგან მეოთხე რანგში დაქვეითდეს (კომუსუბი) და რიგითი მაეგაშირა არ გახდეს.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა მიტაკეუმია (2-8 ბალანსი).
ელიტაში დაბრუნებისთვის მებრძოლ თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ) ყველაფერი თავიდან იწყება - ძურიოს პირველ ნომერ ქართველს 5-5 ბალანსი
X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (ვაკაშიკომი), გოეიდო-ტოჩიოძანი (უვატენაგე), იკიოი-ტერუნოფუჯი (კოტენაგე), შოჰოზანი-კისენოსატო (ცუკიოტოში).
სატურნირო მდგომარეობა
8-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტაკაიასუ (კომუსუბი), ტაკარაფუჯი (მაეგაშირა 2)... 2-8: ტოჩინოშინი (სეკივაკე).
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იჩინიჯო, ჰაკუჰო-კაისეი, ტერუნოფუჯი-იოშიკაძე, კისენოსატო-იკიოი, ტოჩინოშინი-მიტაკეუმი.