ჩვენებურს 4-9 ბალანსი აქვს და მე-4 მაეგაშირა იკიოის ხვდება, რომელსაც ანალოგიური ბალანსი აქვს.
ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ძურიოს დივიზიონის პირველმა ნომერმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), მან ერთ-ერთი ლიდერი ჩიომარუ იორიკირით დაამარცხა და ახლა 7-6 ბალანსი აქვს.
ჩვენებურმა დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთიც რომ მოიგოს, ელიტაში დაბრუნდება. მისი მომდევნო მეტოქე ამაკაზეა.