ძურიოს დივიზიონში დაქვეითებულმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ამოცანას თავი გაართვა - 8-7 ბალანსით დაასრულა ტურნირი და ელიტას დაუბრუნდა. ბოლო დღეს მან გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოუგო ჩიოოს.
იმპერატორის თასი კარიერაში მერვედ მოიგო მონღოლმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ
პრიზები
იმპერატორის თასი: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
ძურიოს ჩემპიონი: ამაკაზე (ძ 11)
მაკუშიტას ჩემპიონი: რიუსეი (მ 44)
ბრწყინვალე ასპარეზობა: იოშიკაძე (მაეგაშირა 5)
მებრძოლი სული: ტაკარაფუჯი (მ 2)
მებრძოლი სული: ტაკანოივა (მ 10)
ტექნიკური რიკიში: ტაკაიასუ (კომუსუბი)
საბოლოო მდგომარეობა
13-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
12-3: კისენოსატო (ოძეკი), ტაკანოივა (მაეგაშირა 10)
11-4: ტაკაიასუ (კომუსუბი)
10-5: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტაკარაფუჯი (მ 2), იოშიკაძე (მ 5)... 6-9: ტოჩინოშინი (სეკივაკე).