თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მეორე დივიზიონ ძურიოში ასპარეზობდა, სადაც დადებითი ბალანსი გაინაღდა და ელიტაში დაბრუნდა. სექტემბრის ბაშოზე გაგამარუ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იქნება.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სეკივაკეს რანგში ჭიდაობდა. მან ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა. სამწუხაროდ, მან ვერც კომუსუბის რანგი შეინარჩუნა, ახალი რეიტინგით ჩვენებური აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირაა.
სექტემბრის ბაშო ტოკიოში 11 სექტემბერს დაიწყება.