ქართველ სუმოისტთა უიღბლო დღე

AutoSharing Option
აკი ბაშოს მეორე დღე უიღბლო გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის - მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკი კოტოშოგიკუსთან დამარცხდა, ხოლო მე-12 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) სოკოკურაისთან წააგო.

ტოჩინოშინს (0-2) კვლავ ოძეკი ელის მეტოქედ - კისენოსატო, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს - 6:16. გაგამარუს (1-1) მეტოქე მონღოლი არავაშია, ვისთანაც ქართველს ჯერ მოგებული არა აქვს - 0:4.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე (ოშიტაოში), ოკინოუმი-კაკურიუ (ოკინოუმი), ტერუნოფუჯი-კაისეი (უვატენაგე), გოეიდო-შოდაი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), სოკოკურაი-გაგამარუ (უვატენაგე).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, კაკურიუ-იოშიკაძე, გოეიდო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-კისენოსატო, გაგამარუ-არავაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული