ელიტაში კვლავ ორი ქართველი სუმოისტია - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-6 მაეგაშირაა და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც ელიტის ბოლო საფეხურზეა - მე-16 მაეგაშირაა.
პირველ დღეს ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა ტაკეკაძესთან დამარცხდა ჰატაკიკომის ილეთით, ხოლო გაგამარუმ ოშიდაშით წააგო ტოიოჰიბიკისთან.
I დღე
(მნიშვნელოვანი შეხვედრები): ტამავაში-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), კაკურიუ-მიტაკეუმი (ოშიდაში), ჰაკუჰო-ოკინოუმი (ცუკიოტოში), გოეიდო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კისენოსატო-აოიამა (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოჩინოშინი (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-გაგამარუ (ოშიდაში).
II დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-აოიამა, ჰარუმაფუჯი-კაისეი, კისენოსატო-ტამავაში, კოტოშოგიკუ-მიტაკეუმი, ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი, გაგამარუ-იშიურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"