ნოემბრის ბაშოს მე-6 დღე ქართველი სუმოისტებისთვის უიღბლო გამოდგა

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე ზედიზედ სამი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ დამარცხდა მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), მან სადანოუმისთან იორიკირის ილეთით წააგო.

ჩვენებურს 3-3 ბალანსი აქვს და შაბათს მე-8 მაეგაშირა იკიოის ხვდება (5:3 ურთიერთშეხვედრებში).

სამწუხაროდ, კვლავ წააგო მე-16 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), ვინც ჰოკუტოფუჯისთან ოშიდაშით დამარცხდა. გაგამარუს 2-4 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, ის ქვედა დივიზიონში დაქვეითდება. ჩვენებური ამჯერად, სოკოკურაის (7:7) ხვდება.

დღეიდან ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - დიდი ჩემპიონი კაკურიუ ექვსიდან ექვსი მოგებით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული