მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იორიკირის ილეთით დაამარცხა შოჰოზანი და 5-4 ბალანსი გაუხდა. მისი მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოშომაა.
მე-16 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) იმავე ილეთით კიოკუშუჰო დაამარცხა. გაგამარუს 4-5 ბალანსი აქვს და სადანოუმის ხვდება.
ბაშოს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს მონღოლი დიდი ჩემპიონი კაკურიუ, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო.
IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-ტაკაიასუ (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-კაისეი (უვატენაგე), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (იორიკირი), გაგამარუ-კიოკუშუჰო (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
9-0: კაკურიუ (იოკოძუნა)
X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კაკურიუ-ტერუნოფუჯი, ჰაკუჰო-კისენოსატო, გოეიდო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-ჩიოშომა, გაგამარუ-სადანოუმი.