აკი ბაშო ანუ შემოდგომის ბაშო დასრულდა, წლის ერთ-ერთმა ყველაზე დაძაბულმა ტურნირმა გაამართლა და ჰაკუჰოს ტრიუმფით დასრულდა.
მონღოლმა იოკუძუნამ 41-ე ბაშო მოიგო, ამავდროულად ეს მისი მეთოთხმეტე ბაშო გამოდგა, რომელიც დაუმარცხებლად ჩაატარა.
ხოლო ფინალური გამარჯვება კაკურიუსთან, მისი 1001-ე მოგება გამოდგა.
ვიცე ჩემპიონი ოძეკი გოეიდო გახდა, მან ბალანსი 12:3-ზე დააფიქსირა. მესამე ადგილის მფლობელი ოძეკ ტაკაიასუ 11:4-ზე ბალანსით გახდა.
ტოჩინოშინის ამბები
ქართველმა ბაშო კარგად დაიწყო, ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა. შემდეგ დაიწყო წარუმატებელი გამოსვლები, ქართველი ფალავანი პირველად კომოსუბ ტაკაკეიშოსთან დამარცხდა.
ყველაზე რთული ბრძოლა კომოსუბ ტამავაშისთან გამოუვიდა,
როდესაც გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ბრძოლა გახდა საჭირო. პირველი ბრძოლის დროს მსაჯთა კომიტეტმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ლევანმა წარბი გაიხეთქა, თუმცა განმეორებითი ორთაბრძოლა მაინც მოუგო.
კვლავ უხერხული მეტოქე გამოდგა შოდაი, ტოჩინოშინს მასთან ბრძოლაში კაჩი-კოშის გაფორმება შეეძლო, თუმცა ქართველი ფალავანი კვლავ დამარცხდა მასთან.
მიუხედავად ამისა საბოლოოდ ჩვენებურმა აბი მასატორას დამარცხებით 8 გამარჯვება მოიპოვა და ოძეკის ტიტული შეინარჩუნა. შეგახსენებთ ის აკი ბაშოს დაწყებამდე სუმოს ასოციაციამ კადობანში ჩააყენა. მაგრამ ლევანის კაჩი-კოში მინიმალური არ გამოდგა, მან ფინალურ ბრძოლაში ოძეკ ტაკაისუს სძლია და მქუხარე ტაშით თანხლებით დატოვა დარბაზი.
ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე ტრავმის შემდეგ იასპარეზა. მიუხედავად ამისა მან მოახერხა დაემარცხებინა ისეთი მეტოქეები როგორებიც არიან: კომოსუბი ტამავაში, სეკივაკე იჩინოჯო, ოძეკი ტაკაიასუ და იოკოძუნა კაკურიუ.
შემდეგი ბაშო ნოემბრის მეორე კვირას დაიწყება და იაპონიის ქალაქ ფუკოაკოში გაიმართება.
- ტოჩინოშინი-ჩიოტარიუ (მოგება ცურიდაშით)
- ტოჩინოშინი-იატაკაიამა (მოგება იორიკირით)
- ტაკაკეიშო-ტოჩინოშინი (მარცხი ჰიკიოტოშით)
- ტოჩინოშინი-ტამავაში (მოგება ცუკიოტოშით)
- მიტაკეუმი-ტოჩინოშინი (მარცხი იორიკირით)
- ტოჩინოშინი-იკიოი (მოგება მოგება ცუკიოტოშით)
- ტოჩინოშინი-იჩინოჯო (მოგება იორიკირით)
- გოეიდო-ტოჩინოშინი (მარცხი იორიკირით)
- კისენოსატო-ტოჩინოშინი (მარცხი იორიკირით)
- ტოჩინოშინი-კაიესი (მოგება იორიკირით)
- ტოჩინოშინი-კაკურიუ (მოგება იორიკირით)
- ტოჩინოშინი-ჰაკუჰო (მარცხი სუკუინაგეთი)
- ტოჩინოშინი-შოდაი (მარცხი სუკუინაგეთი)
- ტოჩინოშინი-აბი (მოგება შიტატენაგეთი)
- ტოჩინოშინი-ტაკაიასუ (მოგება ოკურიდაშით)
ტოჩინოშინის მონაგარი
გარდა იმისა, რომ ქართველმა ფალავანმა ოძეკის ტიტული შეინარჩუნა და მომავალ ბაშოზე ამ წოდების დაკარგვა არ ემუქრება. ჩვენებურმა 74 კენშო გამოიმუშავა, ერთი კენშო 1407 ლარია ანუ ჯამში 104 118 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ფალავანს ამ ბაშოზე ბევრი სპონსორი არ ჰყოლია. აკი ბაშოზე ერთ-ერთი რეკორდული რაოდენობის კენშოები დარიგდა და თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე წინა ბაშოებზე იყო.
ათეული ასე გამოიყურება:
- იოკოძუნა ჰაკუჰო - (15:0) - 410 კენშო
- იოკოძუნა კისენასოტო - (10:5) - 297 კენშო
- იოკოძუნა კაკურიუ - (10:5) - 190 კენშო
- ოძეკი გოეიდო - (12:3) - 149 კენშო
- სეკივაკე მიტაკეუმი - (9:6) - 112 კენშო
- ოძეკი ტაკაიასუ - (11:4) - 100 კენშო
- ოძეკი ტოჩინოშინი (9:6) - 74 კენშო
- მეორე მეგაშირა ჩიოტარიუ (5:10) - 71 კენშო
- მეცამეტე მეგაშირა რიუდენი (10:5) - 49 კენშო
- მეშვიდე მეგაშირა შოჰოზანი (7:8) - 46 კენშო
გაგამარუს ამბები
არ აქვს კარგი მდგომარეობა მეორე ლიგაში მყოფ გაგამარუს, რომელმაც უარყოფითი ბალანსი 6:9-ზე დააფიქსირა. მოგეხსენებათ ის ჯურიო ლიგის მე-12 ნომერია და ახლოს იყო გასავარდნ ზონასთან.
მის უკან მყოფმა სუმოისტებმა, გარდა ჯურიო ლიგის მეთოთხმეტე ნომერ აკუასი, ყველამ დადებითი ბალანსი დააფიქსირა და გაგამარუ დაქვეითების მთავარი კანდიდატია. ეს ყველაფერი მალე ბანძუკეს ახალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ იქნება ცნობილი, თუმცა მისი გადარჩენის ალბათ მინიმალური შანსიც არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, მან ფუკუაკოს ბაშოზე უდნა მოახერხოს მესამე დივიზიონში გამარჯვება და ის იანვარში სეკიტორის სტატუსის დაბრუნებას შეძლებს.