ჰაკუჰომ ოქტომბერში მარცხენა მუხლსა და მარჯვენა კოჭზე ოპერაცია ჩაიტარა. ამიტომ მისი ასპარეზობა გამორიცხულია.
რაც შეეხება კაკურიუს, მას მარჯვენა მუხლი და კოჭი აწუხებს. ამიტომ, დიდი ალბათობით, წლის უკანასკნელ სუპერტურნირზე მონაწილეობას ვერც მეორე მონღოლი იოკოძუნა მიიღებს.
ტურნირს ფორმაში ხვდება ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც ეცდება, კარიერაში მეორედ მოიპოვოს იმპერატორის თასი. კიუშუს ბაშო სტარტს 11 ნოემბერს აიღებს.
Japantimes: ტოჩინოშინს ისტორიაში შესვლა შეუძლია, ის ფიზიკური და მენტალური ფორმის პიკშია
ვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე