შოთა ფარტენაძე და გენო პეტრიაშვილი პარიზის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

AutoSharing Option
პარიზში დასრულებულ მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა.

ჩვენები იქ სულ 5 ფალავანით იყვნენ წასული, სამშობლოში კი ორი ოქროთი ბრუნდებიან.

ტურნირის ჩემპიონები შოთა ფარტენაძე (61) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ტლაშაძე, ვინც ამჯერად 74 კილოგრამში გამოვიდა, მეშვიდე იყო. ლევან მურცხვალაძე (570 და ავთანდილ კენჭაძე (74) კი ადრევე გამოვარდნენ.

57 კილოგრამში ფინალში იჭიდავა იტალიაში გადასულმა გივი დავიდოვმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები კიდევდაკიდევ!!! გენო უმაგრესი და უძლიერესი ხარ!!! არ დააგდო ტემპი! ყველას გვიყვარხარ!!!
Nani
30 იანვარი 2017 17:29
0
ამას კომენტარი აღარ უნდა,გილოცავთ ბიჭებო.
სოსო
30 იანვარი 2017 11:28
0
გენო, ლომი ხარ ლომი!!!
Mari
29 იანვარი 2017 23:15
0
გილოზავტ ბიცჰებო გენო ოლიმპიადაზეზ გაიმარჯვებ გვჯერა
zura petriashvili
29 იანვარი 2017 22:21
0

სიახლეები პოპულარული