
ჩვენები იქ სულ 5 ფალავანით იყვნენ წასული, სამშობლოში კი ორი ოქროთი ბრუნდებიან.
ტურნირის ჩემპიონები შოთა ფარტენაძე (61) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ტლაშაძე, ვინც ამჯერად 74 კილოგრამში გამოვიდა, მეშვიდე იყო. ლევან მურცხვალაძე (570 და ავთანდილ კენჭაძე (74) კი ადრევე გამოვარდნენ.
57 კილოგრამში ფინალში იჭიდავა იტალიაში გადასულმა გივი დავიდოვმა.