"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება

AutoSharing Option
შესაძლოა, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე გახდეს.

ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე აპირებს, მისი კანდიდატურა შესთავაზოს პრეზიდიუმს და სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა იანტბელიძეს. ყოველ შემთხვევაში, ხვალ ეროვნული ნაკრები მისი ხელმძღვანელობით გაემგზავრება ბორჯომში, სეზონის პირველ შეკრებაზე.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იგი ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა რევაზ მინდორაშვილმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ იანტბელიძე წინა წლებში ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

კულუარებში ვრცელდება ხმები,
რომ მწვრთნელები შეიცვალნენ სხვა გუნდებშიც - ასაკობრივებშიც და ბერძენ-რომაელთა ეროვნულ ნაკრებშიც (ეს პოსტი იქაც ვაკანტურია), თუმცა გეგეშიძე ამბობს, რომ დანარჩენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ამ ეტაპზე მხოლოდ იანტბელიძის კანდიდატურის შეთავაზება აქვს გარკვეული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული