ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ძალიან გახარებული ვარ... ფინალში ჩაკაევს რევანში ავუღე

AutoSharing Option
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო (10-9).

- ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ხინჩეგაშვილის ევროპული ოქრო და შოუ [VIDEO]
- დაუსვი კითხვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და მოიგე სიმბოლური პრიზი

ევროპის ჩემპიონატის მესამედ მოგების შემდეგ ხინჩეგაშვილმა პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

"ძალიან გახარებული
და კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონი მესამედ გავხდი და ეს გამარჯვება ჩემთვის წინანდელებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ფინალში ჩაკაევს რევანში ავუღე.

მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა - გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა.

არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მეტოქე რუსია, ფრანგი თუ ამერიკელი. ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეკიდები.

ოლიმპიადამდე 4-წლიანი ციკლია და ეს ევროპის ჩემპიონატი ამ ციკლის დასაწყისია. ის წარმატებით დავიწყე და იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლის, კარგად გავივლი ამ გზას და ოლიმპიადას მეორედ მოვიგებ.

ვნახოთ რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი", - გვითხრა ხინჩეგაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლადო გ ი ლ ო ც ა ვ!!! ეს რევანში არ იყო ჩაკაევთან. ეს იყო ჩაკაევის შვიდწამიანი კოშმარი.რაც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება ჩეჩენს. ამით შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ ჭიდაობის პროფესორი კი არა გაცილებით უფრო მეტი ხარ. გ ა ი ხ რ ე!!! გიორგობას გილოცავ. შენ და სრულიად საქრისტიანოს!!
gori-2
06 მაისი 2017 20:09
0
ლადო ხინჩეგაშვილი-ჭიდაობის რონალდო
ონო
05 მაისი 2017 19:51
0
ლადო ხინჩეგაშვილი - ჭიდაობის ლეო მესი !!!
korben dallas
05 მაისი 2017 15:53
0
გენაცვალე, ოქრო ბიჭი ხარ!!!
ლადო შე მაგარო
05 მაისი 2017 14:18
0


მინიმუმ 3 მსოფლიო და ოლიმპიადა გულშემატკივრებისა და საქართველოსათვის ლადო!
glaxuna
05 მაისი 2017 12:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული