ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ძალიან გახარებული ვარ... ფინალში ჩაკაევს რევანში ავუღე

AutoSharing Option
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო (10-9).

- ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ხინჩეგაშვილის ევროპული ოქრო და შოუ [VIDEO]
- დაუსვი კითხვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და მოიგე სიმბოლური პრიზი

ევროპის ჩემპიონატის მესამედ მოგების შემდეგ ხინჩეგაშვილმა პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

"ძალიან გახარებული
და კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონი მესამედ გავხდი და ეს გამარჯვება ჩემთვის წინანდელებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ფინალში ჩაკაევს რევანში ავუღე.

მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა - გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა.

არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მეტოქე რუსია, ფრანგი თუ ამერიკელი. ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეკიდები.

ოლიმპიადამდე 4-წლიანი ციკლია და ეს ევროპის ჩემპიონატი ამ ციკლის დასაწყისია. ის წარმატებით დავიწყე და იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლის, კარგად გავივლი ამ გზას და ოლიმპიადას მეორედ მოვიგებ.

ვნახოთ რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი", - გვითხრა ხინჩეგაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლადო გ ი ლ ო ც ა ვ!!! ეს რევანში არ იყო ჩაკაევთან. ეს იყო ჩაკაევის შვიდწამიანი კოშმარი.რაც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება ჩეჩენს. ამით შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ ჭიდაობის პროფესორი კი არა გაცილებით უფრო მეტი ხარ. გ ა ი ხ რ ე!!! გიორგობას გილოცავ. შენ და სრულიად საქრისტიანოს!!
gori-2
20:09 06-05-2017
0
ლადო ხინჩეგაშვილი-ჭიდაობის რონალდო
ონო
19:51 05-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული