გიორგი იანტბელიძე: ხინჩეგაშვილი სხვა პლანეტიდანაა!

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეჯიბრი იყო ეს გიორგი იანტბელიძისთვის. Sportall.ge-მ ტურნირის შეფასება სწორედ მას სთხოვა.

როგორც მწვრთნელს, მეტი მსურდა
"გამომდინარე იქიდან, რომ ჯამში ოთხი მედალი მოვიპოვეთ, გამოსვლა შეიძლება დადებითად შეფასდეს. როგორც მწვრთნელს, მეტი მსურდა და ამის შანსიც იყო,
თუმცა რას ვიზამთ. ასეა თუ ისე, ყველამ იბრძოლა და მაქსიმუმი გააკეთა.

ჭიდაობაში ჩახედულ ადამიანს კარგად ეცოდინება, რომ ჩვენს მოჭიდავეებს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეები შეხვდათ. ეგ კი არა, ჩვენგან განსხვავებით, მოწინააღმდეგეებს ყოველი ჭიდაობის შემდეგ დასასვენებლად საკმარისი დრო ეძლეოდათ. ოდიკაძეს 18 წუთში მოუწია გამოსვლა და ყველას უკვირდა - რანაირადო.

იაკობიშვილს ძლიერი თურქი მეტოქე შეხვდა, რომელიც, მართალია, დაამარცხა, მაგრამ მორიგი შეხვედრის გამართვა მალე მოუხდა და გადაღლილობამ თავისი გაიტანა, თორემ ასე არ წააგებდა.

ახლა დავსხდებით და ერთად განვიხილავთ ტურნირზე დაშვებულ შეცდომებს. ერთ თვეში თბილისის საერთაშორისო ტურნირი იწყება და უკვე იქ დაკომპლექტება გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ხინჩეგაშვილი, პეტრიაშვილი, ოდიკაძე და იაკობიშვილი ამ ტურნირიდან გათავისუფლებულნი არიან. დანარჩენების ვინაობას ტურნირი გაარკვევს.

მარსაგიშვილს თავი ტრავმამ შეახსენა
ალბათ, იცით, რომ მარსაგიშვილმა საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ტრავმა მიიღო, რომელიც შემდეგ გაურთულდა. ამის გამო მან ორი შეკრება გამოტოვა, ვერ ივარჯიშა.

თავიდან, მარსაგიშვილის ჩანაცვლება გვსურდა, მაგრამ მასზე უკეთესი არავინ ჩანდა. მასში კი მონდომება დავინახეთ და გადავწყვიტეთ, შანსი მიგვეცა.

სამწუხაროდ, ნოვის სადში ტრავმამ მაინც შეახსენა თავი და ფინალამდე სულ რაღაც 7 წამი დააკლდა...

ხინჩეგაშვილი იშვიათია
ხინჩეგაშვილზე საუბარი რთულია. ეგ ბიჭი სხვა პლანეტიდანაა. ის ჭიდაობით ცხოვრობს, მისით არსებობს. მსგავსი სპორტსმენი იშვიათობაა. ფინალური შეხვედრის შემდეგ ყველა, მათ შორის, რუსებიც გაოცებულები იყვნენ, ეს რა გააკეთაო...

მისი ყოველდღიური ცხოვრება გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ოთხი წლის შემდეგ ისევ გახდება ოლიმპიური ჩემპიონი.

აღფრთოვანებული ვარ მისი ჭიდაობით, მონდომებით. ყველა ტიტული მოგებული აქვს, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა და ისე ვარჯიშობს, თითქოს დღეს იწყებდეს ყველაფერს. იმაზე გაცილებით მეტს ვარჯიშობს, ვიდრე აქამდე. აუცილებლად გაგვახარებს კიდევ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი იყო თავის დროზე ლევან თედიაშვილი. უფალმა გაამეორებინოს მისი მიღწევები და კიდევ უფრო მეტი მისცეს. ვინც შრომობს დაუფასდება. გაიხარე ლადო, სულ წარმატებები იყოს შენი თანამდე.
gizog
11:46 10-05-2017
0
კარტული დაგავიცკდატ?
nugzar
11:48 10-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული