14:15 10-05-2017
ხინჩეგაშვილის მორიგი აღიარება - საუკეთესო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ პირველი პერიოდის შემდეგ ხინჩეგაშვილი 0:5 აგებდა, თუმცა მეორეში ვითარება რადიკალურად შეცვალა და 10:9 მოიგო. დრამატულის გარდა, ეს სანახაობრივადაც ძალიან ლამაზი პაექრობა იყო, რომელიც მართლაც იქცა ჩემპიონატის გვირგვინად. ამასთან, ანგარიში არ ასახავს შეხვედრის მიმდინარეობას - ლადომ ბოლო წამებზე ორი ქულა შეგნებულად დაუთმო, როცა თეატრალიზებულად ჩაუწვა და დრო გაიყვანა, თორემ სხვაობა მეტი იქნებოდა.
- ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ხინჩეგაშვილის ევროპული ოქრო და შოუ [VIDEO]
ჩეჩენი ჩაკაევი არაოლიმპიურ წონებში მსოფლიოს შარშანდელი მედალოსანი და მართლაც ძლიერი მოჭიდავეა. ამიტომ იქნებ ბევრმა იმ 5-ქულიანის შემდეგ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილად მიიჩნია, მაგრამ როგორც გუშინ ჩვენთან ინტერვიუში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ აღნიშნა, ხინჩეგაშვილი სხვა გალაქტიკა, სხვა განზომილებაა. ამიტომაც შემოაბრუნა თითქოს უიმედო შეხვედრა და ყველას დაუმტკიცა, რომ ჩაკაევზე რამდენიმე თავით მაღლა დგას.
თუმცა არამარტო ჩაკაევზე - ლადო ბოლო წლებში ერთბაშად ორ წონაში, 57-სა და 61-ში იგებს ყველაფერს - ოლიმპიადას, მსოფლიოს ჩემპიონატს, ევროპის პირველობას. შარშან მან ევროპირველობა ასევე 61 კილოგრამში მოიგო და მაშინ ამ წონაში აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰაჯი ალიევი დაამარცხა, წლეულს კი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანს აჯობა ასე დამაჯერებლად.
"მეორე დღეს იქ მთელი დარბაზი ამ ფინალზე საუბრობდა. ნოვი სადში ბევრი ტიტულოვანი ფალავანი იყო ჩამოსული - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. მათ შორის - ბუვაისა საიტიევიც და ყველას უკვირდა, როგორი შეხვედრა შემოატრიალა ხინჩეგაშვილმა. ყველა აღფრთოვანებული იყო, თუმცა არა მხოლოდ ამ ორთაბრძოლით, ზოგადად - მისი გამოსვლით", - ეს ნაწყვეტია იანტბელიძის ინტერვიუდან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გენაცვალე ლადო, მაგარი ბიჭი ხარ! სულ ამ საქმეს უნდა აკეთებდე, გამოცდილებას უზიარებდე ყველას. სამაგალითო ადამიანი ხარ!
0
0
ლადო უძლიერესი ქართველი მოჭიდავეა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული