ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრილია და ამჟამად "არამიანცის" საავადმყოფოში წევს.

ჩვენი ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრიალობა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დათუნაშვილის მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 36 /
რა შუაშია ზონდერები, ჯერ გაერკვიეთ რა მოხდა, ვინ არის დამნაშავე და მერე განსაჯეთ. თუ დათუნაშვილის ბრალია, ახლავე უნდა მას მიხედვა.
დათო
12:09 15-05-2017
0
სამწუხარო ფაქტი მოხდა მაგრამ რას მიანიშნებ იქნებ ღიად თქვა პოლიტიკანობის გარეშე?
პაატა
10:34 15-05-2017
0

სიახლეები პოპულარული