ამასთან - მხოლოდ ოლიმპიურ წონებში, ანუ ექვს წონით კატეგორიაში გაიმართა. ამიტომ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ დაღესტანში არ წაიყვანა გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) - წონა არ დააკლებინა 57-ში საჭიდაოდ. თან ევროპის წლევანდელი პირველობის ტრიუმფატორი ზედ წასვლის წინა დღეს დაბრუნდა ამერიკიდან,
შეჯიბრების საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი იყო, საიდანაც 20 ათასი მიიღო გამარჯვებულმა, 10 000 - ვიცე-ჩემპიონმა, 6 000 - მესამეპრიზიორმა, დანარჩენ ადგილებზე გასულთ კი, შესაბამისად, 5, 4. 3 და 2 ათასი ერგოთ.
ტურნირში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - საქართველო, რუსეთი, დაღესტანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი მონაწილეობდნენ. მიწვეული იყო უკრაინაც და თანხმობაც მიცემული ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ არ ჩავიდა და შეჯიბრებას შვიდი გუნდი შემორჩა, რომელიც ორგანიზატორებმა ორ ჯგუფად გაყვეს.
ჩვენი ნაკრები მეორე, სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. პირველი შეხვედრაც რუსებთან გამართეს და ფრედ, 3:3 კი დასრულდა, მაგრამ მოგება მეტოქეს მიენიჭა, რადგან ტექნიკური ქულებით მინიმალური უპირატესობა მათ მხარეს იყო.
ამ შეხვედრაში ჩვენგან მხოლოდ მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა მოიგო, ვინც სუფთად, 10:0 დაამარცხა აცამაზ გაზაევი. ევროპის წლევანდელმა პრიზიორმა ზურაბ იაკობიშვილმა (65), ავთანდილ კენჭაძემ (74), ირაკლი მწითურმა (86) და ომარ გუსოშვილმა (97) წააგეს. ამათგან ქულებით მხოლოდ მწითური დამარცხდა, სხვებმა კი წმინდად დათმეს ორთაბრძოლები.
ტრავმის გამო წაგება ჩაეთვალა ოთარ გოგავასაც (57), თუმცა ეს კიდევ არაფერი - საუბედუროდ, მისი ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, მომდევნო შეხვედრების ჩატარება ვერ შეძლო და სხვა შეხვედრებს ერთქულიანი სხვაობით ვიწყებდით.
ქვეჯგუფის მეორე პაექრობა ჩვენებმა ბელორუსთან 2:4 დათმეს. აქ იაკობიშვილმა და პეტრიაშვილმა იმარჯვეს. პირველმა 10:0 დაამარცხა ჰუსეინ შახბანოვი, მეორემ კი 13:2 სძლია მაგომედამილ ჰუსეინოვს.
ამ შეხვედრაში იანტბელიძემ ერთი ცვლილება გააკეთა - კენჭაძის ნაცვლად ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ჯუმბერ ყველაშვილი აჭიდავა. ის უგებდა კიდეც ალი შაბანოვს, მაგრამ ბოლო წამებზე მსაჯებმა მეტოქეს ძალიან საეჭვო ქულა მისცეს - სამი წამით ადრე პასიურობისთვის გააფრთხილეს და საბოლოოდ ჩვენებური 5:6 დამარცხდა. მწითურმა და გუსოშვილმა ისევ წააგეს.
ჩვენმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა უზბეკეთთან გამართა და 5:1 მოუგო. იმ ერთადერთ შეხვედრაშიც წაგება გოგავას ტრავმის გამო ჩაგვეთვალა, იაკობიშვილმა, კენჭაძემ, მწითურმა, გუსოშვილმა და პეტრიაშვილმა კი იმარჯვეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"