ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: კენჭაძე და მაჭარაშვილი ფინალში, ბოლქვაძე - ბრინჯაოსთვის

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, წარმატებით ჩაება საქართველოს ნაკრები.

ჩემპიონატის პირველ დღეს ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ ნიკა კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (96), ხოლო ედემი ბოლქვაძე (60) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, გულშემატკივარს ლაივ-სთრიმით მისი ხილვა კი ამ ბმულზე შეეძლება.

ნახევარფინალში კენჭაძემ თურქი მუჰამედ კუჩუკილდირიმი 1:07 წუთში წმინდად დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს რუსტამ ბაგომედოვს დაეჭიდება.

ფინალამდე მაჭარაშვილმაც თურქ მეტოქეს - იბრაჰიმ ჩიფჩს აჯობა (13-5),
ოქროს მედლისთვის კი იტალიელ სიმონე იანატონის შეებრძოლება.

Sportall.Ge

ბოლქვაძე ნახევარფანლში უკრაინელ ვლადიმირ იაცენკოსთან დამარცხდა (7-8), ბრინჯაოსთვის კი რუმინელ სტეფან კომანს დაუპირისპირდება.

დორტმუნდში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი 2 ივლისს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაშა!მაჭარაშვილი ჩემპიონია.44 წამში!რამდენი ხანია თავისუფალში კისრული აღარ მინახია და მაჭარაშვილმა ფინალი პირდაპირ კისრულით დაიწყო.
სოსო
27 ივნისი 2017 22:51
0
მაჭარაშვილი მხეცი ყოფილა.ერთი ამოსუნთქვით მოიგო
mamuka
27 ივნისი 2017 22:45
0
ძალიან მაგარი ბიჭები არიან ნამდვილი ლომები ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით გავიდნენ. ბოლქვაძემ დასანანი ბრძოლა დათმო 12-წამით ადრე 7-4ზე
gurami
27 ივნისი 2017 16:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული